Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონდე ბავშვების მკურნალობას თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“სახელმწიფო დააფინანსებს

2023 წლის 31 ივლისს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ფონდსა“ და პარტნიორ კლინიკებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლის თანახმად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონდე ბავშვების მკურნალობას თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“, ასევე ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“ და ისარელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრში“ სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. 
 
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, თითოეულ ბენეფიციარს, თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის, სამედიცინო მომსახურება. პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.
 
საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. ცენტრში, ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს.