Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩმა თურქეთის პრეზიდენტს რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი მიულოცა

საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ თურქეთის პრეზიდენტს რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი მიულოცა.

2023 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით, რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა თურქეთის პრეზიდენტს, პირადად მიულოცა ეს მნიშვნელოვანი დღე და თურქ ხალხს და თურქეთის სახელმწიფოს მშვიდობა, წინსვლასა და წარმატება უსურვა. გიორგი ჯანჯღავამ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა და თანამშრომლობა, მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება და განვითარდება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას, ესწრებოდნენ როგორც ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.