თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბერის ექინჯის შეხვდა
2025 წლის 29 მაისს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ, შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბერის ექინჯისთან.
შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. საუბრის დროს, ასევე ხაზი გაესვა ახლო მომავალში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო კოორდინაციაზე.