Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ვიზიტი ქ. ანკარაში

2024 წლის 20-21 თებერვალს, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და ჩართულობით, ქ. ანკარაში, შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის ვიზიტი.
 
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები თურქეთის რელიგიის საკითხთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან, ალი ერბაშთან, პრეზიდენტის მთავარ მრჩეველთან, ისრაფილ ქიშლასთან და ქვეყნის მთავარ ომბუდსმენთან, შერეფ მალქოჩთან.
 
შეხვედრებზე, მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და შესაძლებლობები. შეხვედრებზე, აღინიშნა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და მჭიდრო თანამშრომლობის უაღრესად დადებითი დინამიკა.
 
შეხვედრებისას, ზაზა ვაშაყმაძემ, თურქულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობისა და საქართველოში რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კომუნიკაციას, ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
 
ანკარაში გამართულ შეხვედრებს, ესწრებოდა საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა, რომელმაც ქართულ დელეგაციას საელჩოშიც უმასპინძლა.
 
აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაციამ, შეხვედრები, აგრეთვე, გამართეს ქ. სტამბოლის სამუფტოს ხელმძღვანელ პირებთან.