Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო.
 
ღონისძიება, რომელსაც ანტალია მეოთხედ მასპინძლობს, თურქეთის პრეზიდენტმა გახსნა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დიპლომატიის როლზე ისაუბრა. გახსნითი სესიის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა.
 
საქართველოს მთავრობის მეთაური ანტალიის დიპლომატიის ფორუმში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით მონაწილეობდა.
 
ღონისძიების ფარგლებში ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.
 
ირაკლი კობახიძე ანტალიაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.