საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა თურქეთის ართვინის პროვინციის გუბერნატორთან
2023 წლის 26 ივლისს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა თურქეთის ართვინის პროვინციის გუბერნატორთან, ილმაზ დორუქთან.
შეხვედრაზე, მხარეებმა, მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები.
აღნიშნულ შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე, აგრეთვე, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების უაღრესად დადებით დინამიკაზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, გამოხატეს მზაობა, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასთან და გაღრმავებასთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ამასთან, სამუშაო მივლინების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, შეხვედრა გამართა ართვინის პროვინციის იუსუფელის რაიონის გამგებელთან ჰუსეინ ქაფთან, ასევე, მოინახულა იშხანის საკათედრო ტაძარი და ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს.