Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ალბანეთის რესპუბლიკაში და ბოსნია და ჰერცეგოვინაში

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია სამუშაო ვიზიტით ქ. იზმირს ეწვია

2026 წლის 25-28 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია, სამუშაო ვიზიტით ქ. იზმირს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრა ქ. იზმირის გუბერნატორთან, სულეიმან ელბანთან.

შეხვედრის დროს, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა, ქ. იზმირსა და საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შორის პირდაპირი კონტაქტების განვითარების მნიშვნელობაზე.

გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა როგორც ქართველ ემიგრანტებთან, ასევე ისტორიული დიასპორული ასოციაციის „ იზმირის ქართული მეგობრობის საზოგადოების“ ხელმძღვანელთან, ილქერ ილდიზ პაპუაშვილთან და მის წევრებთან.

შეხვედრის დროს, არჩილ კალანდიამ სახელმწიფოს მხრიდან დიასპორული პროგრამების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველის საელჩოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

საქართველოს ელჩმა, დიასპორის წარმომადგენლების საჭიროებების შესახებ მოისმინა და მადლობა გადაუხადა მათ, თურქეთის რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

ქ. იზმირში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ქართულ საკვირაო სკოლას ეწვია და კურსდამთავრებულებს სპეციალური სერთიფიკატები გადასცა.

გარდა ამისა, არჩილ კალანდიამ იზმირში მოქმედი საქართველოს საპატიო საკონსულოც მოინახულა.