Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ალბანეთის რესპუბლიკაში და ბოსნია და ჰერცეგოვინაში

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება “ქართული ლიტერატურა საზღვარგარეთ”

2026 წლის 21 აპრილს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და საქართველოს მწერალთა კავშირის მხარდაჭერით, გაიმართა ღონისძიება “ქართული ლიტერატურა საზღვარგარეთ”.

მისასალმებელ სიტყვაში, საქართველოს ელჩმა, ხაზი გაუსვა ქართული ლიტერატურისა და პროზის ცნობადობის ამაღლების მიზნით, ქართველი ავტორების წიგნების თურქულ ენაზე თარგმნას. არჩილ კალანდიამ, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ორი ქვეყნის ლიტერატურულ საზოგადოებას შორის მჭიდრო კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

თავის მხრივ, მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა და მწერალმა, გურამ ოდიშარიამ საქართველოს ელჩს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს, თურქეთის რესპუბლიკაში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს სახალხო დიპლომატიას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიტერატურული და საგანმანათლებლო წრეების წარმომადგენლები.