საქართველოს ელჩმა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციას უმასპინძლა
2023 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, საელჩოში უმასპინძლა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა აღნიშნულ ორგანიზაციაში შემავალი თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარე, ოსმან ჩალიშქან (მჟავანაძე). შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ზემოხსენებული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, სერდარ უნსალი და ბიზნეს-საბჭოს წევრი, ჩაღათაი ულქერი.
შეხვედრაზე, განხილულ იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა და არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ.
ამასთან, შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-თურქეთს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების და საქართველოში თურქეთიდან ინვესტიციების მოზიდვის საკითხები.