Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩის სტატია: „საქართველო - თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წელი“

თურქეთის რესპუბლიკის წამყვანი სამეცნიერო-ისტორიული ჟურნალის ,,Atlas Tarih” მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის ნომერში, დაიბეჭდა საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ვრცელი სტატია, სახელწოდებით: „საქართველო - თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წელი“.
 
კვლევაში, მიმოხილულია ანკარაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი ელჩის, სიმონ მდივანის მოღვაწეობა, ასევე, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების ნაკლებად შესწავლილი პერიოდი - 1920-1921 წლები, იმ დროისათვის, რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები და 100 წლის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების განვითარების დინამიკა და ძირითადი ტენდენციები.
 
ამასთან, საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა, ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის ისტორიული მნიშვნელობის უკეთ წარმოჩენისა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, კვლავაც აგრძელებს სხვადასხვა ისტორიული წყაროების კვლევას. ელჩმა, მის მიერ მოძიებული საარქივო მასალები გაუზიარა ზემოხსენებული საკითხით დაინტერესებულ თურქ ისტორიკოსებს. აღნიშნული ინფორმაცია, აგრეთვე, აისახა წიგნსა და დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ანკარაში პირველი უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების შესახებ მომზადდა.
 
საგულისხმოა, რომ ზემოხსენებული თემისადმი ფართო საზოგადოების, განსაკუთრებით, თურქული დიპლომატიური და სამეცნიერო წრეების ინტერესი მკვეთრად გაიზარდა 2021 წლის 8 თებერვალს, ქ. ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავთან დაკავშირებით ელჩის, გიორგი ჯანჯღავას სტატიის ქართულ და თურქულ პრესაში გამოქვეყნების შემდეგ. ამასთან, საიუბილეო წლის ფარგლებში, საელჩოსა და ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობითა და კოორდინირებით, განხორციელდა და დაიგეგმა სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, შემუშავებულ და დაბეჭდილ იქნა საფოსტო მარკები.