თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია, მსოფლიო პატრიარქს, მის ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოს პირველს შეხვდა
2025 წლის 21 მაისს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია, მსოფლიო პატრიარქს, მის ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოს პირველს შეხვდა.
შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მსოფლიო პატრიარქმა, განსაკუთრებით აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოღვაწეობა და მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა, ქართველი ერის საკეთილდღეოდ.
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს გულთბილი მიღებისთვის და გამოთქვა მზადყოფნა, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.