საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2022“

26-28 დეკემბერს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2022” გაიმართა.  კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ელჩებს საგარეო საქმეთა მინისტრი და მინისტრის მოადგილეები შეხვედნენ.

ამბასადორიალის მონაწილეებმა, მიმდინარე წლის საგარეო პოლიტიკურ მიღწევებთან ერთად, მომავალი წლის სამოქმედო გეგმებზეც იმსჯელეს. 

საუბარი შეეხო ქართული დიპლომატიის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ამოცანები; საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; საგარეო საქმეთა სამინისტროს როლი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში; კულტურული დიპლომატია; დიასპორასთან ურთიერთობა; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები; ადმინისტრაციული, საორგანიზაციო და საკონსულო საკითხები.

 

ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/3C6OlZg