საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ახლადდანიშნულ მოადგილეს შეხვდა

2022 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ახლადდანიშნულ მოადგილესთან, იასინ ექრემ სერიმთან.

შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. 

შეხვედრისას, აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის სფეროებში. ამასთან, ხაზი გაესვა ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების დიდ პოტენციალს.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგი შეხვედრის უახლოეს მომავალში ჩატარების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობაზე.

თურქულმა მხარემ, კიდევ ერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასა და კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით.