საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

2022 წლის 1-2 დეკემბერს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ანკარას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ლიანა ჭუმბურიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელ პირებთან, მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებისა და მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით.

ამასთან, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, საელჩოში უმასპინძლა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორს ლიანა ჭუმბურიძესა და თანმხლებ დელეგაციას.