საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა საელჩოში თურქ კინოდუკომენტალისტებს უმასპინძლა

2022 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქ კინოდუკომენტალისტებთან, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ თურქეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ,,TRT” და არხის დაკვეთით, ახორცილებენ სხვადასხვა მასშტაბურ პროექტებს.

შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის უაღრესად დადებით დინამიკაზე.

შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და პერსპექტივები. ამ კონტექსტში, მხარეებმა, ისაუბრეს ახლო მომავლისთვის, საელჩოს ჩართულობით დაგეგმილ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, კერძოდ, ხსენებული კინოდოკუმენტალისტები, გადამღებ ჯგუფთან ერთად, ახლო მომავალში გაემგზავრებიან საქართველოში, ,,TRT”-ს დაკვეთით, დოკუმენტური ფილმის ,,ერთი ძალოსანის მსოფლიო თავგადასავალი“ მორიგი სერიების გადასაღებად.

აღნიშნულ ფილმში, ავტორები თურქეთის მრავალმილიონიან მაყურებელს გააცნობენ ქართულ საბრძოლო ხელოვნებას - ხრიდოლს, ასევე, ქართული ეროვნული სპორტის სახეობას - ლელობურთს, ზოგადად, ქართულ სპორტულ ტრადიციებს, საქართველოს ღირსშესანიშნაობებსა და ლანდშაფტს.

საელჩო მოხარულია, რომ დღითიდღე იზრდება თურქული მედიისა და ზოგადად, საზოგადოების ინტერესი საქართველოსადმი, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საწინდარია.