საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის ,,Cengiz Holding” ხელმძღვანელთან

2022 წლის 9 ივნისს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის ,,Cengiz Holding” მფლობელთან მეჰმეთ ჯენგიზთან და „Cengiz Enerji“-ის ხელმძღვანელთან, აჰმეთ ჯენგიზთან.

შეხვედრაზე, საქართველოს ელჩმა, აღნიშნული ჰოლდინგის ხელმძღვანელობას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკის, ბოლო წლებში ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და ამჟამინდელი ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შესახებ.

შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, ასევე, განხილულ იქნა თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობი. ამ კონტექსტში, მხარეებმა, ისაუბრეს ზემოხსენებული ჰოლდინგის მიერ, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისა და მსხვილ პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივებზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური კომუნიკაცია, ურთიერთთანამშრომლობის გასაღრმავებლად.

აღსანიშნავია, რომ 1980 წლიდან, „Cengiz Holding“ ეწევა წარმატებულ საქმიანობას როგორც თურქეთში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, შემდეგ სფეროებში: მშენებლობა, ავიაცია, სამთო მრეწველობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, მომსახურება და სადაზღვევო სექტორი. ამასთან, ჰოლდინგის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორისაა სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტი, ქვეყნის მასშტაბით ჩქაროსნული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვა.