Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. 

ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო.

ილია დარჩიაშვილმა ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს მართავს თურქ კოლეგასთან, ჰაქან ფიდანთან და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნუმან ქურთულმუშთან.