Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქ. ანკარაში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ კონცერტი გაიმართა

2024 წლის 21 იანვარს, საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და ხელშეწყობით, ქ. ანკარაში, მაყურებელთა წინაშე წარდგა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“.
 
ღონისძიებას, საქართველოს ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან ერთად, დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და თურქული კულტურულ-სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.კონცერტმა სრული ანშლაგით, მაყურებლის მხურვალე ოვაციების ფონზე ჩაიარა.
 
ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, ანსამბლ ,,აფხაზეთის“ მესვეურებს, თურქეთში ქართული კულტურისა და ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის, სპეციალური ჯილდო გადასცა.
 
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 20 იანვარს, ანსამბლმა კონცერტი გამართა ქ. მერსინში, სადაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.