Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
2023 წლის 21-23 ივლისს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ელჩის, გიორგი ჯანჯღავას თანამონაწილეობით, შედგა საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ბურსის რეგიონში სამუშაო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, გაიმართა ოფიციალური შეხვედრები ბურსის გუბერნატორთან, იაქუფ ჯანბოლათთან, ბურსის მერთან, ალინურ აქთაშთან და ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან, იბრაჰიმ ბურქაისთან.
 
შეხვედრებისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის უაღრესად დადებით დინამიკაზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობას.
 
შეხვედრებზე, მხარეებმა, აგრეთვე, იმსჯელეს საქართველო-თურქეთის შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებსა და სამომავლოდ, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე. მხარეთა მიერ, აგრეთვე, განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვ. სფეროებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები.
 
ამასთან, ქართულმა მხარემ, თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა ბურსის რეგიონში არსებული ქართული დიასპორული ასოციაციების მხარდაჭერისა და მათი აქტიური საქმიანობის ხელშეწყობისათვის.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გააქტიურების მნიშვნელობას და გამოთქვეს ურთიერთობების განვითარების სურვილი, ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.