Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე მიიღო

2023 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილეს, ბატონ გოქჰან იაზგის, კულტურის სამინისტროში უმასპინძლა, რომელიც დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. 
 
შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2023-2027 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის განახლება, რაც ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობის შედეგად ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის ხელშეწყობას და სხვადასხვა ერთობლივ პროექტში მონაწილეობას თეატრის, მუსიკის, ქორეოგრაფიის, ფოლკლორის და სხვა არაერთი სახელოვნებო მიმართულებით.
 
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება ჭიდრო თანამშრომლობა როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით. თეა წულუკიანმა, მადლობა გადაუხადა სტუმრის თურქეთის რესპუბლიკის მიერ იშხნის რეაბილიტაციისა და სხვა არაერთ ქართულ ძეგლზე მზრუნველობისათვის.
 
თურქეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს არაერთ ღონისძიებაში, მათ შორის ეწვივნენ ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ეროვნული გალერეასა და ოქროს ფონდს, ასევე მარიონეტების თეატრს.