საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკის მმართველი ,,სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” (AKP) ხელმძღვანელობას შეხვდა

2023 წლის 12 იანვარს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის მმართველი ,,სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” (AKP) თავმჯდომარის მოადგილესთან, ამავე პარტიის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელთან და თურქეთის ქ. ბურსის დეპუტატთან, ეფქან ალასთან. 

შეხვედრაზე, მხარეები, მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას. მხარეებმა, მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები. ეფქან ალამ, კიდევ ერთხელ, დაადასტურა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური კომუნიკაცია, ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.