საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს კანდიდატი, ხელმეორე ვადით, არჩეულ იქნა ევროპის საბჭოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში

2022 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს კანდიდატი,ია დადუნაშვილი, ხელმეორე ვადით, არჩეულ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) არჩევნებში. არჩევნები გაიმართა ევროპის საბჭოს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის მხარეთა კომიტეტის 31-ე შეხვედრის ფარგლებში, 2022 წლის 25 ნოემბერს, სტრასბურგში.  

ია დადუნაშვილს აქვს ადამიანებით ვაჭრობისა და იძულებითი შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში დიდი გამოცდილება. იგი მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია. 

ევროპის საბჭოს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფი შედგება 15 დამოუკიდებელი ექსპერტისგან, რომლის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონვენციის წევრი ქვეყნების მიერ, კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა და მონიტორინგი.