საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის საელჩოს ეწვია

2022 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ და პოლიციის ატაშემ, პოლკოვნიკმა გიორგი მეზვრიშვილმა საელჩოში უმასპინძლეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მორიგ ჯგუფს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრაბანდისა და ორგანიზებულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის (KOM) მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ზემოხსენებული უწყების მიერ ორგანიზებული სასწავლო პროგრამა წარმატებით დაასრულეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და პოლიციის აკადემიის 70-ზე მეტმა თანამშრომელმა.

საქართველოს საელჩო, მადლობას უხდის თურქულ მხარეს ამ შესაძლებლობისთვის და წარმატებებს უსურვებს ქართული სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მომავალ საქმიანობაში.