საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით გამართულ საზეიმო მიღებაში

2022 წლის 6 ივნისს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, მონაწილეობა მიიღო თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს სახელით გამართულ საზეიმო მიღებაში, რომელიც მიეძღვნა თურქეთსა და სხვა რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება/აღდგენის 30 წლისთავს.

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, სიტყვით გამოსვლისას, მიესალმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას და ისაუბრა ორ ქვეყანას შორის, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გააქტიურების მნიშვნელობაზე.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.მევლუთ ჩავუშოღლუმ, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის უაღრესად დადებით დინამიკაზე საუბრისას, სხვა მნიშვნელოვან აქცენტებთან ერთად, აგრეთვე, ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობას. ამასთან, მიღების ფარგლებში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს ელჩს შორის ხანმოკლე საუბარი გაიმართა.