საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საერთაშორისო გამოფენა EXPO 2023 Kahramanmaraş-Turkey-ის წარმომადგენლების ვიზიტი ქ. ბათუმში

2022 წლის 8 ივნისს, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ხელშეწყობით, საერთაშორისო გამოფენის „EXPO 2023 Kahramanmaraş-Turkey“ სპეციალურმა წარმომადგენელმა და ამავე გამოფენის ორგანიზატორებმა შეხვედრები გამართეს, ქ. ბათუმის ვიცე-მერთან, ლევან დავითაძესთან, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორთან, ირაკლი არჩაიასთან და ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებების სხვა წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე, მხარეების მიერ, განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და ზემოხსენებულ გამოფენაში „EXPO 2023“ ბათუმის ბოტანიკური ბაღის მონაწილეობის საკითხი. ამასთანავე, თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა, მონაწილეობა მიიღო ანტალიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „EXPO 2016“, რამაც ვიზიტორთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ, ანკარაში საქართველოს საელჩოს თანამონაწილეობით, გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას, ზემოაღნიშნული საკითხის წარმატებით განსახორციელებლად.