საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თურქეთის რესპუბლიკა

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 21 მაისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები თურქეთის რესპუბლიკაში
  • გიორგი ჯანჯღავა - 2018 - დღემდე
  • ირაკლი კოპლატაძე - 15.06.2013 - 2018
  • ზურაბ პატარაძე (Ambassador-Designate) - 15.10.2012 – 01.03.2013 
  • ტარიელ ლებანიძე - 01.01.2009 – 01.09.2012 
  • გრიგოლ მგალობლიშვილი - 15.10.2004 – 02.11.2008 
  • ტარიელ ლებანიძე - 30.09.1998 – 15.10.2004   ნოდარ კომახიძე - 1994 – 1997

 გენერალური კონსულები ქ. სტამბოლში
  • ინგა კიკვაძე - 2017 - 2022
  •  ირაკლი ასაშვილი - 15.10.2012 - 2016
  •  ზურაბ პატარაძე - 04.01.2011 – 15.10.2012
  •  თეიმურაზ შარაშენიძე - 01.10.2009 – 01.01.2011
  •  ზვიად კვაჭანტირაძე - 01.12.2004 – 01.10.2009 
  •  თეიმურაზ შარაშენიძე - 30.03.1998 – 01.08.2004

გენერალური კონსულები ქ. ტრაპიზონში
  • გელა ჯაფარიძე - 2020 - დღემდე 
  • ავთანდილ მიქაცაძე - 03.09.2014 - 2020
  • პაატა კალანდაძე - 15.10.2012 – 16.05.2014
  • ირაკლი ასაშვილი - 03.03.2012 – 15.10.2012
  • ავთანდილ მიქაცაძე - 01.02.2007 – 01.02.2012
  • ნიკოლოზ გოგიტიძე - 23.08.2004 – 01.03.2007
  • გიორგი ჯანჯღავა - 05.04.1994 - 23.08.2004

თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში
  • ალი ქაან ორბაი - 11.07.2022 - დღემდე
  • ფატმა ჯერენ იაზგანი -  15.12.2017 - 30.06.2022
  • ზექი ლევენთ გუმრუქჩუ - 20.02.2014  - 2017 
  • ლევენთ მურათ ბურჰანი - 2009 – 2014  
  • ერთან თეზგორი - 2004-2009  დიჯლე ქოფუზი - 2002-2004 
  • ბურაქ გიურსელი - 1998-2002 
  • უფუქ თევფიქ ოქიაუზი - 1994-1998
  • აჰმედ რიზა დემირერი - საქმეთა დროებითი რწმუნებული-1993-1994
  • თიმუჩინ არბაქი - საქმეთა დროებითი რწმუნებული - 1992

თურქეთის გენერალური კონსულები ქ. ბათუმში
  • რიზა ქააღან ილმაზ ​- 2020 - დღემდე
  • მაქბულე ქოჩაკი - 2018 -2020
  • იასინ თემიზქანი - 08.09.2014 - 2018 
  • ქაზიმ ჩავუშოღლუ - 2006 -2011

საქართველოს საპატიო კონსული ქ. იზმირში:

  • ნურეთინ ჩარმიქლი - 1997 წლიდან
2022 წელს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი აღინიშნება

1921 წელს, ანკარაში გაიხსნა საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიმონ მდივანი. აღსანიშნავია, რომ 1921 წლის 8 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით, სიმონ მდივანმა, პირველმა უცხოელმა ელჩმა, რწმუნებათა სიგელი გადასცა ანკარის (ანგორის) მთავრობის მეთაურს, თურქეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირს, იმ პერიოდისთვის თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს მუსტაფა ქემალ ათათურქს.

პირველი ქართული დიპლომატიური მისიის ანკარაში მოღვაწეობიდან 70 წლის თავზე, 1991 წლის 16 დეკემბერს, თურქეთმა, კვლავ ერთ-ერთმა პირველმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. 1992 წლის 30 ივლისს, საქართველოსა და თურქეთს შორის ,,მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ’’ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, თურქეთში საქართველოს პირველი საელჩო გაიხსნა 1994 წლის მაისში. საელჩოს გახსნამდე, აპრილის თვეში, ფუნქციონირება დაიწყო ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ, ხოლო მოგვიანებით, 1998 წელს, გაიხსნა საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში.

საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. თურქეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. ამასთან, თურქეთი, მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის დასტურია წლების განმავლობაში განხორციელებული მაღალი და უმაღლესი დონის ინტენსიური ვიზიტები.

საქართველო-თურქეთის ურთიერთობა თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა თანამშრომლობის ახალი ფორმატის - მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაფუძნებით, რომლის პირველი შეხვედრა გაიმართა ანკარაში, 2016 წლის 19 ივლისს, პრემიერ-მინისტრების დონეზე. სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა "ანკარის განცხადებას", რომელშიც ასახულია საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - 2021 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა შეადგენდა 2,145,884,100 აშშ დოლარს - რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ქართული ექსპორტის ზრდის მიზნით.

2021 წლიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. „დიაგონალური კუმულაციის“ მექანიზმი, რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი. აქტიურია თანამშრომლობა საერთაშორისო ეკონომიკური/სატრანსპორტო პროექტების იმპლემენტაციის კუთხით, ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით. ორი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმით, პირადობის მოწმობების საფუძველზე. მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის საკანონმდებლო ორგანოებში მეგობრობის ჯგუფების აქტიური თანამშრომლობა.

უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა საქართველო-თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული რეგიონული ენერგეტიკული პროექტები, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. გრძელდება აქტიური თანამშრომლობა ბუნებრივი აირის სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის (TANAP და TAP) და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის სრულფასოვნად რეალიზაციისთვის. 

მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მექანიზმია საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი, რომელსაც 2012 წელს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ჩაეყარა საფუძველი („ტრაპიზონის დეკლარაცია“). აღნიშნული მექანიზმი ასევე მოიცავს თანამშრომლობის ფორმატებს პრეზიდენტების დონეზე, პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებსა და თავდაცვის მინისტრებს, ასევე, სხვა უწყებების დონეზე. სამმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, არსებობს სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარების პრაქტიკა.
აღსანიშნავია თურქეთსა და საქართველოს შორის კოვიდ-19 პანდემიის დროს აქტიური თანამშრომლობა, ასევე, თურქეთის მხარის მიერ გაწეული დახმარება პანდემიის აფეთქების პირველივე დღეებში საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების და სამედიცინო და საველე აღჭურვილობის რესურსების უსასყიდლოდ გამოყოფის მხრივ.

2022 წლის 27 იანვრიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოსა და თურქეთს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად იმპორტიორ კომპანიებს შეუძლიათ თურქეთიდან მაღალი ხარისხის GMP-ის სტანდარტის შესაბამისი დაბალფასიანი მედიკამენტების შემოტანა.

2021 წელს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოსა და თურქეთის ფოსტების მიერ, გამოიცა ერთობლივი ქართულ-თურქული საფოსტო მარკები.


ორმხრივი ვიზიტები

საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტები:

2004 წლის თებერვალი - საგარეო საქმეთა მინისტრის თედო ჯაფარიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში;

2004 წლის 19-21 მაისი - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

2005 წლის 10-11 მარტი - საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში;

2005 წლის 4-5 აპრილი - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გელა ბეჟუაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში;

2005 წლის 4-5 ოქტომბერი - პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში;

2006 წლის 5-6 თებერვალი - პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში;

2006 წლის 13 ივლისი - ჯეიჰანში შედგა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნის ცერემონია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა;

2006 წლის 23 ნოემბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში; პარალელურად მან მონაწილეობა მიიღო სტამბოლში გამართულ მსოფლიო-ეკონომიკურ ფორუმში;

2007 წლის 19-21 დეკემბერი - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტები:

2004 წლის 11-12 აგვისტო - თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში;

2005 წლის 12-14 სექტემბერი - თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრის ქ. თუზმენისა და თურქული ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. პარალელურად შედგა საქართველო-თურქეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის შერეული კომისიის სხდომა;

2005 წლის 12 ოქტომბერი - თურქეთის რესპუბლიკის თურქეთის პრეზიდენტის აჰმეთ ნეჯდეთ სეზერის ვიზიტი საქართველოში. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ერთობლივად გახსნეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს სეგმენტი;

2006 წლის 14-15 მარტი - თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აჰმეთ ნეჯდეთ სეზერის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში;

2006 წლის 19-21 ნოემბერი - თურქეთის უშიშროების საბჭოს გენერალური მდივნის იღით ალფოგანის ვიზიტი საქართველოში;

2007 წლის 7 თებერვალი - ქ. თბილისში გაიმართა სამმხრივი რეგიონალური სამიტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

სამართლებრივი ბაზა

საქართველო-თურქეთს შორის არსებული სამართლებრივ-სახელშეკრულებო ბაზა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა სფეროს მოიცავს. დღეისათვის ხელმოწერილია 120-ზე მეტი შეთანხმება, მათ შორის:

ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ; ქ. თბილისი 30.07.92;

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საავტომობილო მიმოსვლის შესახებ; ქ. თბილისი 30.07.92.

საზღვაო შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის; ქ. თბილისი 30.07.92;

ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. ქ. თბილისი 30.07.92.

ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ; ქ. თბილისი 30.07.92;

ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ; ქ. თბილისი 30.07.92;

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის დარგში თანამშრომლობის შესახებ. ქ. ანკარა 1994 წლის იანვარი.

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის შესახებ. ქ. ანკარა 13.01.94.

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმეში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ. ქ. ანკარა 13.01.94.

ოქმი საქართველოს პარლამენტისა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თანამშრომლობის შესახებ. ქ. ანკარა 13.01.94.

ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ. ქ. ანკარა 4.04.96.

სავიზო შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის. ქ. ანკარა 4.04.96.

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო წვრთნის, ტექნიკისა და მეცნიერების სფეროებში. 04.04.96;

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ქ. ანკარა, 4.04.96;

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ქ. თბილისი 30 ივლისი 1992 წელი;

სასაზღვრო ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის. ქ. თბილისი 14 ივლისი 1997 წელი;

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო მომზადების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ქ. თბილისი 14 ივლისი 1997 წელი;

ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ქ. თბილისი 14 ივლისი 1997 წელი;

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ქ. თბილისი 13 მარტი 1998 წელი;

საკონსულო ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის. ქ. ანკარა 12 მარტი 1995 წელი;

შეთანხმება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ქ. თბილისი, 1994 წლის 29 ოქტომბერი;

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში შეთანხმება. ხელმოწერილია 2005 წლის 5 ოქტომბერს ქ. ანკარაში;

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილის სავიზო შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმება. 2005 წლის 15 დეკემბერი;

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ. ხელმოწერილია 2006 წლის 14 მარტს ქ. თბილისში;

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საელჩოების უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ხელმოწერილია 2006 წლის 13 ნოემბერს;

შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის პრეფერენციული ვაჭრობის შესახებ. 2006 წლის 19 დეკემბერი.

ბმული:

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო: http://www.mfa.gov.tr