საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დაბადების თარიღი: 1965 წლის 24 ივლისი;

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი;

1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი; 1986-1987 წლებში, სწავლობდა კაიროს (ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა) უნივერსიტეტში; 1990 წელს, გრძელვადიანი სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ლონდონის უნივერსიტეტში.

1989-1992 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი;

1992-1993 წწ. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სახელმწიფო მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში;

1993-1994 წწ. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის უფროსი;

1994-2004 წწ. საქართველოს გენერალური კონსული თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. ტრაპიზონი);

2004-2005 წწ. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS)  მეცნიერ-თანამშრომელი, მკვლევარი; 

2006 – 2009 წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში; ასევე, აკრედიტებული სირიის არაბთა რესპუბლიკაში;

2009 – 2013 წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში; ასევე, აკრედიტებული პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში;

2013-2014 წწ. საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიაში;

2014-2018 წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში; ასევე, აკრედიტებული ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში; საქართველოს წარმომადგენელი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC);

 2018 წლიდან დღემდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში; ასევე, აკრედიტებული ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ალბანეთის, სუდანის, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ და მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკებში;

 

სამეცნიერო ნაშრომები, წიგნები, პუბლიკაციები

არის 2 წიგნისა და 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

დიპლომატიური რანგი

საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი (1994 წ.);

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2007 წ.);

 

მიღებული ჯილდოები

წმინდა მარკოზ მახარებლის ორდენის კავალერი (2009 წ.).

 

ენების ცოდნა:

ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს, ასევე, საუბრობს სპარსულად.

 

ოჯახური მდგომარეობა:

დაქორწინებული, ჰყავს 3 ვაჟი.