მ.წ. 9 ოქტომბერს, ქ. ანკარაში საელჩოს სახელით გაიმართა მიღება

მ.წ. 9 ოქტომბერს, ქ. ანკარაში საელჩოს სახელით გაიმართა მიღება, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ირაკლი კოპლატაძის წარდგენა თურქული საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წინაშე (ასევე, საელჩოს ახლად დანიშნული დესპანის, პაატა სარიშვილის მათთდამი გაცნობა და მრჩევლის, ზურაბ ბატიაშვილის გაცილება).

ღონისძიებას, თურქეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან და დიპლომატებთან ერთად, დაესწრნენ თურქეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ანკარისა და სტამბულის ისტორიული ქართული დიასპორისა და ქართველი სტუდენტების წარმომადგენლები, სულ 200 კაცზე მეტი. მიღების ამსახველი ფოტოგალერეა განთავსებულია თურქულ ელექტრონულ გაზეთში Ankara Scene (http://www.ankarascene.com/haber/georgian-ambassador-hosts-first-reception-at-monec-hotel-5467.html).

 
 

ადამიანის უფლებები

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ