ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი ირაკლი კოპლატაძე

ბ-ნი ირაკლი კოპლატაძე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა 2013 წლის 18 ივლისს.

2010-2013 წლებში ის მუშაობდა საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულად ირლანდიაში, რომლის დროსაც გაიხსნა საქართველოს საელჩო დუბლინში. 2010 წელს ბ-ნი ი. კოპლატაძე დაინიშნა დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს წამყვან მრჩევლად; 2006-2010 წლებში კი იყო თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.

2004-2005 წლებში ბ-ნი ი. კოპლატაძე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე, ხოლო 2004-2005 წლებში - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროს მრჩეველად. 2000-2003 წლებში ის იყო სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ფონდის გენერალური დირექტორი, ხოლო 1996-2000 წლებში - მსოფლიო ბანკის პროექტის: „საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი. 1994-1996 წლებში ის მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მაკროეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და საერთაშორისო დახმარების მაკოორდინირებელი სამსახურის მრჩევლის პოზიციებზე, 1993-94 წლებში - საქართველოს პარლამენტის აპარატში, ხოლო 1992-93 წლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

ბ-ნი ირაკლი კოპლატაძე 1991-1996 წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტზე. ის არის რამდენიმე წიგნისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. დამთავრებული აქვს თსუ ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტები; სხვადასხვა დროს სწავლობდა და პროფესიულ კურსებს გადიოდა მელბურნის (ავსტრალია), კოლორადოს (აშშ), მოსკოვის (სსრკ), ვენის (ავსტრია) და ლონდონის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტებში. დამთავრებული აქვს თბილისის პირველი საშუალო სკოლა.

ბ-ნ ირაკლი კოპლატაძეს მინიჭებული აქვს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.

 

 

 
 
 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ