ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ლიტერატურული საღამო:

ლიტერატურული საღამო2017 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ანკარაში ჩატარდა ლიტერატურული საღამო: „ქართველი კლასიკოსები თურქულად" და გამოფენა: „აკაკი წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება - გამოფენა 16 პოსტერზე".

საღამოზე ქართველი კლასიკოსების და თანამედროვე პოეტების ნაწარმოებები ქართულ-თურქულ ენაზე წაიკითხეს: მწერალმა და საქართველოს „ოქროს საწმისის" ორდენის მფლობელმა, ქევსერ რუჰიმ (ქეთევან ხანთაძე); მთარგმნელმა ჰასან ჩელიქმა; ქ. რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერისტეტის დოქტორმა და მთარგმნელმა, ჰარუნ ჩიმქემ; თურქოლოგმა, მთარგმნელმა და ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის თანაშემწემ მაყვალა ხარებავამ; დუზჯეს უნივერსიტეტის პროფესორმა ნანა კაჭარავამ; ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტის დოქტორანტმა და მთარგმნელმა მარიამ გაფრინდაშვილმა და დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების სტუდენტებმა (ხელმძღვანელები: დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენის მიმართულების პროფესორები, მაკა სალია და შორენა ლომაია); აგრეთვე, წაკითხულ იქნა მწერლის და მთარგმნელის ფაჰრეთთინ ჩილოღლუსა და ქ. რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერისტეტის დოქტორისა და მთარგმნელის, გულ მუქერრემ ოზთურქის თარგმანები. საღამოს ფარგლებში ნაჩვენები იქნა თურქი მუსიკოსის ერჰან დოღანის ვიდეო-რგოლი ამირან სვიმონიშვილის (პაკო) ლექსზე „გარდავალ". საღამოს დასასრულს, დუზჯეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეასრულეს „სულიკო" ქართულ-თურქულ ენაზე.

ზემოაღნიშნულ ღონისძიებას დაესწრნენ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ბიბლიოთეკებისა და გამომცემლობების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, ალი ოდაბაში, ეროვნული განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, გავლენიანი გამომცემლობების ხელმძღვანელები, ცნობილი მწერლები და პოეტები, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები თურქეთის სხვადასხვა რეგიონიდან, ქ. ანკარაში მყოფი ქართველი სტუდენტები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის ღონისძიება ანკარაში პირველად გაიმართა, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

საელჩო დიდ მადლობას უხდის თბილისის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს, ლაშა ბაქრაძეს „აკაკი წერეთლის გამოფენა-პოსტერების" მოწოდებისთვის; ასევე, დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორატსა და სასტუმროს "Monec" დირექციას აქტიური მონაწილეობისათვის.

 
 

ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ