ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის შეხვედრა თურქ კოლეგასთან

2017 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გენერალ ჰულუსი აქარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან მადლიერებით აღნიშნა თურქეთის როლი და დახმარება საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროცესში. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პროექტების განხორციელების პროცესში თურქული მხარის აქტიურ ჩართულობასა და თურქეთის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს.

გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე ქართველმა და თურქმა კოლეგებმა ყურადღება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს და ამ კუთხით, სამმხრივ ფორმატში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი საქართველოში ვიზიტით საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის გენერალური შტაბის უფროსების შეხვედრის ფარგლებში იმყოფებოდა.

 

 

 
 

ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ