ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

2017 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. 

განთავსების თარიღი: 17.10.2017
 

2017 წლის 15 ოქტომბერს, ქ. სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის ორგანიზებით ჩატარდა "ხელოვნების ფესტივალი", რომლის მონაწილეებს საქართველოს ელჩის, ირაკლი კოპლატაძის სახელით, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ინგა კიკვაძემ მისასალმებელი წერილები გადასცა. 

განთავსების თარიღი: 15.10.2017
 

2017 წლის 6 ოქტომბერს, ანკარაში, მსოფლიო პატრიარქის, მისი ყოვლად უწმინდესობის, ბართლომე I-ის მასპინძლობით, საქართველოს ელჩი, ირაკლი კოპლატაძე დაესწრო ოფიციალურ ვახშამს ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისთვის, რომელიც მიეძღვნა 7 ოქტომბერს, უკანასკნელი 100 წლის მანძილზე პირველ მართლმადიდებლურ წირვას ანკარაში მსოფლიო პატრიარქის მონაწილეობით. 

განთავსების თარიღი: 06.10.2017
 

„თურქული ავიახაზების (Turkish Airlines)" ყოველთვიურ ჟურნალში „Skylife" საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით დაიბეჭდა თურქულ-ინგლისურენოვანი სტატია, სახელწოდებით „Savoring Tbilisi and Georgia". 

განთავსების თარიღი: 07.06.2017
 

2017 წლის 25 მაისს, ანკარაში სასტუმრო „შერატონში" საქართველოს საელჩომ უმასპინძლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ და თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრმა, ფარუქ ჩელიქმა.  

განთავსების თარიღი: 07.06.2017
 

2017 წლის 23 თებერვალს ქ. ბაქოში გამართული ბუნებრივი აირის სამხრეთ კავკასიის დერეფნის საკოორდინაციო საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის შეხვედრა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან, ბერათ ალბაირაქთან 

განთავსების თარიღი: 24.02.2017
 

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა. 

განთავსების თარიღი: 22.02.2017
 

საქართველო თურქეთისთვის უმნიშვნელოვანესი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ქართველ კოლეგა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. 

განთავსების თარიღი: 19.02.2017
 

ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. 

განთავსების თარიღი: 17.02.2017
 

თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად‘' - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ სტამბოლში, საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი ბიზნესფორუმის მონაწილეებს. 

განთავსების თარიღი: 17.02.2017
 

ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ