საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

2021 წლის 29 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბექა ოდიშარიას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თურქეთის და საქართველოს პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები.

შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში მოსალოდნელი ვიზიტის დღის წესრიგის საკითხები წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც ასევე დაგეგმილია საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის სტუმრობაც.

 

Link: http://e.gov.ge/JAVKb