საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თურქეთში საქართველოს ელჩი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოვიდა

2021 წლის 28 დეკმებერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ჯანჯღავას მოუსმინეს.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს ურთიერთობაზე. ელჩმა ისაუბრა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ მხრივ მიღწეული პროგრესი აღნიშნა. გიორგი ჯანჯღავამ ყურადღება გაამახვილა სამედიცინო დარგში, განათლების და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობაზე. მან ასევე ისაუბრა დიასპორასთან ურთიერთობაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე.

გიორგი ჯანჯრავამ ასევე მიმოიხილა საელჩოს დაფარვის ქვეყნებთან ურთიერთობები. საქართველოს საელჩო თურქეთში, რომელიც აკრედიტებულია ანკარაში ფარავს ასევე ალბანეთს, ბოსნიას, ალჟირს, მავრიტანიას და სუდანს.

მოხსენების დასრულების შემდგომ სხდომა დახურულ კარს მიღმა, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

Link: http://e.gov.ge/bhgoB