საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კონკურსის „ანიდან ჰოემდე“ ქართული დიასპორის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

2021 წლის 25 დეკემბერს, სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორთან ნანა მაჭავარიანთან ერთად, კონკურსის „ანიდან ჰოემდე“ ქართული დიასპორის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.

გამარჯვებულებს შორის არიან თურქეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც. ვიდეორგოლების კონკურსის პრიზიორი გახდა: II ადგილი – გიორგი ქუქჩიშვილი (სტამბოლი, თურქეთი, ხელმძღვანელი ეკატერინე ზასეშვილი).

საუკეთესო ვიდეორგოლის ავტორად დასახელდა: მარიამ კონაკი (სტამბოლი, თურქეთი, ხელმძღვანელი ეკატერინე ზასეშვილი).

კონკურსის „ანიდან ჰოემდე“ მიზანი იყო საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში ქართული მეცნიერების პოპულარიზაცია და მის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქართული ენის ცოდნის განმტკიცება.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქართული დიასპორის მოსწავლე-ახალგაზრდებმა არაერთი ქვეყნიდან: ამერიკა, ირლანდია, საბერძნეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი.

Link: http://e.gov.ge/YIFpp