საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ,,Anadolu Agency” ჟურნალისტებს უმასპინძლა

2021 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ საელჩოში უმასპინძლა თურქეთის წამყვანი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ,,Anadolu Agency” ჟურნალისტებს და მონაწილეობა მიიღო სააგენტოს ყოველწლიურ კონკურსში ,,წლის ფოტოები“.

საქართველოს ელჩმა, 3 სხვადასხვა კატეგორიაში მისცა ხმა ფოტოკონკურსის მონაწილე ფოტოგრაფების ნამუშევრებს. ხმის მიცემის პროცესი ფართოდ გააშუქა თურქულმა პრესამ.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფოტოკონკურსის გამარჯვებულების გამოვლენაში მონაწილეობას იღებენ ქვეყნის პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მაღალი დონის ოფიციალური პირები.