საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული მინერალური წყლის - „ბორჯომის” პრეზენტაცია თურქეთში

2021 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, ქართულ-თურქული კომპანიის „GeoGroup” Borjomi Türkiye დამფუძნებლებთან ერთად, გამართა ქართული მინერალური წყლის - „ბორჯომის” პრეზენტაცია.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის, თურქეთის არაერთ ქალაქში (ანკარა, სტამბოლი, იზმირი, ანტალია, ბურსა, ადანა, ჰათაი, მერსინი, გაზიანთეფი, მუღლა) 150 000 ბოთლი ბორჯომი ხელმისაწვდომია ცნობილი თურქული სუპერმარკეტების ქსელის „Migros” - „Macrocenter” მარკეტებში.

ამასთან, ახლო მომავალში, იგეგმება დამატებითი რაოდენობის „ბორჯომის” ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში, რაც ზემოაღნიშნულ მარკეტებში ხელმისაწვდომი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.