საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი თურქულ კვლევით ცენტრს (IRAM) ეწვია

2021 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის რეგიონის საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი წამყვანი თურქული კვლევითი ცენტრის „IRAM“ პრეზიდენტთან, ჰაქქი უიგურთან.

შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე პროცესები. ასევე, ხაზი გაესვა საელჩოსა და „IRAM“-ს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას, რაც გულისხმობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ისტორიულ და კულტურულ მიმართულებებს.

ამასთან, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ საქართველოსა და თურქეთის, ასევე, რეგიონის შესაბამისი კვლევითი ცენტრების ექსპერტების ჩართულობით ერთობლივი პროექტების განხორციელებას.