საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ქ. ანკარაში

საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და ხელშეწყობით, 2021 წლის 8-11 ნოემბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ანკარაში, სამსახურის უფროსის, სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან, ორ ქვეყანას შორის არსებული დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვის მიზნით.