საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა სუდანის რესპუბლიკის სუვერენული საბჭოს პრეზიდენტს

2021 წლის 4 ოქტომბერს, სუდანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა) გიორგი ჯანჯღავამ, რწმუნებათა სიგელები გადასცა სუდანის რესპუბლიკის სუვერენული საბჭოს პრეზიდენტს, ქვეყნის მეთაურს, გენერალ აბდელ ფათაჰ ალ-ბურჰანის.

აღსანიშნავია, რომ ეს არის სუდანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის აკრედიტაციის პირველი შემთხვევა. 

რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ, საქართველოს ელჩსა და სუდანის რესპუბლიკის სუვერენული საბჭოს პრეზიდენტს შორის გამართულ აუდიენციაზე, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.


 

ზემოაღნიშნულ აუდიენციას, ასევე, ესწრებოდნენ სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა კომენტარი გააკეთა მედია საშუალებების წარმომადგენლებთან.

ამასთან, სუდანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელ პირებთან და ბიზნესმენებთან.