საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრს

2021 წლის 3 ოქტომბერს, სუდანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა) გიორგი ჯანჯღავამ, რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა სუდანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარიამ ალ-სედეკ ალ-მაჰდის.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის სუდანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის აკრედიტაციის პირველი შემთხვევა. რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. 

ამასთან, შეხვედრაზე, სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა მზაობა, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას. 

 

საქართველოსა და სუდანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 10 მარტს.