საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი მიიღო

 

2021 წლის 15 სექტემბერს  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი აბდულჰამით გული მიიღო, რომელიც ვიზიტიც იმყოფებოდა საქართველოში. შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

 რეგიონში განვითარებული მოვლენებისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მეზობელ ქვეყნებთან ეფექტური თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ერთადერთი გზაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის იუსტიციის მინისტრთან  შეხვედრაზე განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა აბდულჰამით გულს თურქეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

 მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება პრიორიტეტულია. 

შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში თურქეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. პრემიერის შეფასებით, ამ მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა მისასალმებელია. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იაკუფ მოღული, თურქეთის პარლამენტის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჰალილ ეთიემეზი და საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ესწრებოდნენ.