საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან

2021 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან აკიფ ჩაღათაი ქილიჩთან


შეხვედრის დასაწყისში, მხარეთა მიერ კმაყოფილებით აღინიშნა საქართველო-თურქეთის პარლამენტებს შორის არსებული ურთიერთობები და საპარლამენტო კომიტეტების უაღრესად დადებითი წვლილი, ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.


ასევე, მხარეების მიერ განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები


საუბრისას, ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, მხარეებმა, გამოთქვეს მზადყოფნა, ახლო მომავალში გაიმართოს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი სხდომა.


შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის უაღრესად დადებით დინამიკაზე.


   

 

თავის მხრივ, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკიფ ჩაღათაი ქილიჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.





შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გააქტიურების მნიშვნელობას და გამოთქვეს ურთიერთობების განვითარების სურვილი, ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.