საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ანკარაში საქართველოს საელჩოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

 

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, 13 წლის წინ, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, ანკარაში საქართველოს საელჩოში დაეშვა საქართველოს ეროვნული დროშა.