საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ანკარის ოსტიმის ტექნიკური უნივერსიტეტის (OSTİM Technical University) რექტორთან, პროფ. დოქ. მურათ იულექთან

2021 წლის 5 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ანკარის ოსტიმის ტექნიკური უნივერსიტეტის (OSTİM Technical University) რექტორთან, პროფ. დოქ. მურათ იულექთან. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ რექტორის სამდივნოს უფროსი და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი.
შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების პერსპექტივები, ასევე, სამეცნიერო გაცვლითი პროგრამების ორგანიზების, ერთობლივი სემინარების, კონფერენციებისა და კვლევითი ექსპედიციების ჩატარებისა და ქართველი სტუდენტებისათვის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის შესაძლებლობები.
შეხვედრისას, ანკარის ოსტიმის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. დოქ. მურათ იულექმა, საქართველოს ელჩს, გიორგი ჯანჯღავას შესთავაზა, მოწვეული ლექტორის სტატუსით, წაიკითხოს ლექციები, ხსენებული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის როგორც თურქი, ისე, უცხოელი სტუდენტებისათვის.
აღსანიშნავია, რომ ანკარის ოსტიმის ტექნიკურ უნივერსიტეტში (OSTİM Technical University), ამჟამად, ასეულობით უცხოელი სტუდენტი ირიცხება და უკვე წარმატებით ფუნქციონირებს მრავალი მიმართულება.