საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის მარმარილოს რეგიონის ქ. ორჰანგაზის ქართული კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის თავმჯდომარესთან ადემ თურანთან

2021 წლის 4 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის მარმარილოს რეგიონის ქ. ორჰანგაზის ქართული კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის თავმჯდომარესთან ადემ თურანთან. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ასოციაციის თამჯდომარის მოადგილე, რიფ ჯანი და მმართველი საბჭოს წევრი ისმაილ ჩაქირი.
შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და სხვადასხვა სახის ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების პერსპექტივები.
საუბრისას, ელჩმა, ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარებისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა და თანამშრომლობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე, როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
გიორგი ჯანჯღავამ, სტუმრებს გააცნო ის პროექტები და ინიციატივები, რაც მთავრობას გააჩნია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დასაცავად და მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.