საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის 7-8 ივლისს, თურქეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია. 7 ივლისს, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სედათ ონალთან.

✔️შეხვედრაზე, რომელსაც ასევე, ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები.

✔️შეხვედრისას, მხარეთა მიერ, კმაყოფილებით აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის სფეროებში. ამასთან, ხაზი გაესვა ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების დიდ პოტენციალს.