საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის 5 ივლისს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკასთან ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან.

შეხვედრაზე, მხარეების მიერ, განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.

ამასთან, შეხვედრისას, მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გააქტიურების მნიშვნელობას და გამოთქვეს ურთიერთობების განვითარების სურვილი, ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

აღსანიშნავია, რომ 2014-2017 წლებში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ იყო თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.