საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის 22 აპრილს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო არქივების დირექტორატის ხელმძღვანელთან, პროფ. უღურ უნალთან.

შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო არქივებთან ერთად სხვადასხვა სახის ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის, საგანამანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.
შეხვედრაზე, მხარეებმა, გამოთქვეს მზადყოფნა, ორი ქვეყნის არქივებს შორის ოფიციალური დოკუმენტების გაცვლის პროცესის გასამარტივებლად მოქნილი მექანიზმის შემუშავებასთან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური სახის დახმარების გაწევასა და გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით.
ამასთან, თურქეთ-საქართველოს ისტორიული კავშირების ფართო მასებისთვის გაცნობის მიზნით, უახლოესი მომავლისთვის, დაიგეგმა საარქივო დოკუმენტების ერთობლივი გამოფენა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას, თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.