საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის 21 აპრილს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ,,ანკარის კრიზისებისა და პოლიტიკური კვლევების ცენტრის - Ankasam” დირექტორთან პროფ. მეჰმეთ სეიფეთთინ ეროლთან და ცენტრის უფროს მკვლევართან ელჩ აიდინ ნურჰანთან.

შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა საქართველოში მოქმედ ე. წ. ,,Think Tank” ორგანიზაციებთან და ანალიტიკური და სტრატეგიული კვლევების ცენტრებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებით.

ამასთან, უახლოესი მომავლისთვის, დაიგეგმა საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას საჯარო ლექცია ხსენებულ ორგანიზაციაში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას, თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.